პარასკევი, 2024-03-29, 11:32 AM
WeLcOmE To ViDeOs.UcOz.CoM მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარო | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [11]
ფილმები [9]
პროგრამები [4]
მუსიკა [3]
ვიდეოები [33]
ეროტიკა [6]
ვებმასტერებს [3]
მობილური [1]
სურათები [2]
სხვა [7]
Counter-Strike [5]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
ვარეზი გირჩევნიათ თუ ვიდეო პორტალი ?
 
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
  
მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » ლიონელ მესი
12:29 PM
ლიონელ მესი

ბიოგრაფია [რედაქტირება]

არგენტინელი ფეხბურთელის ლეო მესის კარიერა დაიწყო 1995 წელს გუნდში სახელწოდებით "Newell's Old Boys" სადაც მან ითამაშა 2000 წლამდე. მესის სერიოზული პრობლემები ჰქონდა სიმაღლესთან დაკავშირებით. 13 წლის ის თავის თანატოლებში ყველაზე პატარა იყო სულ რაღაც 1,30მ. სამკურნალოდ მესი ბარსელონაში გაემგზავრა. მესი არც იქ ცილდებოდა ფეხბურთს და ბარსელონას გუნდში ჩაეწერა. არგენტინელის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო. ,,ბარსას" ხელმძღვანელობამ დაინახა მასში ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე და თავადვე დააფინანსა მესის მკურნალობა. მკურნალობამ აშკარა შედეგი მოუტანა მესის. ამჟამად მესი 1,69მ არის . 14 წლის მესი უკვე ბარსელონა C -ში თამაშობდა. არგენტინელი თინეიჯერი ნელ ნელა უფრო მაღალ დონეზე ადიოდა . 2003 წლის 17 ნოემბერს შედგა არგენტინელი ,,ვუნდერკინდის" დებიუტი. დებიუტო დრაგაუს სტადიონზე შედგა. ბარსელონა ამხანაგურ შეხვედრაში პორტოს ხვდებოდა.


პირველი გოლი [რედაქტირება]

არგენტინელმა ლეო მესიმ თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო 17 წლის ასაკში. ეს მოხდა 2005 წლის 1 მაისს როდესაც ბარსელონა მორიგ თამაშს ატარებდა ლა ლიგაში ალბასეტეს წინააღმდეგ. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც გოლი გაიტანა ოფიციალურ შეხვედრაში. ამ შეხვედრაში მესი შეცვლაზე შემოვიდა როდესაც ანგარიში 1:0 იყო ბარსელონას სასარგებლოთ. მესიმ შემოსვლის თანავე გოლი გაიტანა თუმცა იგი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო. თუმცა სულ რამოდენიმე წუთში მან შეძლო თითქმის იგივე პოზიციიდან მსგავსი ხერხით გაეტანა გოლი.


მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე [რედაქტირება]

ჰოლანდიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის მესიმ არა მარტო შეძლო მოეგო არგენტინასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არამედ იგი გახდა საუკეთესო ბომბარდირიც. აგრეთვე გამოკითხვის შედეგად იგი გახდა ამ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.


2005-06 წლები. მესის კარიერა აღმავლობის გზაზეა [რედაქტირება]

2005 წლის სექტემბერში არგენტინელმა ლეო მესიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს რომლის მიხედვით იგი ბარსელონაში 2014 წლამდე ითამაშებს. არგენტინელმა თავისი პირველყოფილი ნომერი შეიცვალა და ამჟამად ბარსელონას მაისურზე მისი გვარის ქვემოთ ციფრი ,,19" წერია ,30"ის ნაცვლად. მესი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება და ბარსელონას ფანების ერთ ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია.


მესის განლაგება მოედანზე [რედაქტირება]

მესი არ არის ერთი ამპლუის ფეხბურთელი. მას ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. თუმცა მისი აღნაგობის გამო იგი მეტწილად ფლანგებზე თამაშობს. იგი ტექნიკურია და ამიტომ მისთვის პრობლემა არ არის რამოდენიმე ფეხბურთელის ჩამოცილება. თუმცა ხშირად იგი ცენტრალურ ნახევარმცველადაც გვევლინება.


მიღწევები [რედაქტირება]

ბარსელონა [რედაქტირება]

2004-2005 : პრიმერა დივიზიონი 2005 : ესპანეთის სუპერთასი 2005-2006 : პრიმერა დივიზიონი 2006 : ესპანეთის სუპერთასი 2005-2006 : უეფა ჩემპიონთა ლიგა კლუბი პრიმერა დივიზიონიდან ანუ ლა ლიგიდან არ გავარდნილა. ყოველ წელს უწევს ორი ურთულესი მატჩის გადატანა მადრიდის რეალთან. ბარცელონას სტადიონია კამპ ნოუ. აფინანსებს მშობელთა და ბავშვთა დაცვის ფონდს UNICEF-ს. დღევანდელი შემადგენლობაა:კ.პუიოლი,ვ.ვალდესი,ხ.პინტუ,ხ.პიკე,ე.აბიდალი,გ.მილიტო,რ.მაკესი,დ.ალვეში,მექსველი,ი.ტურე,ა.ინიესტა,ხ.ერნანდეში,ზ.იბრაჰიმოვიჩი,ლ.მესი,ტ.ანრი,პ.როდრიგესი,ბ.კრიკიჩი,ხ.სუარესი. მწვრთნელი: ხოსეპ გუარდიოლა

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1490 | დაამატა: xabo10
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024